რუსეთმა თავიანთ ტერიტორიაზე საქართველოში დაფუძნებული საინფორმაციო-ანალიტიკური მედიასაშუალება Sova.News დაბლოკა.

რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების, კავშირისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მარეგულირებელმა ფედერალურმა ორგანომ რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოში დაფუძნებული საინფორმაციო-ანალიტიკური მედიასაშუალება Sova.News დაბლოკა.
როგორც სოვა ნიუსი წერადაბლოკვის საფუძველი გახდა მედიასაშუალების მიერ 2016 წლის 22 აგვისტოს მომზადებული სტატია სათაურით “ისლამური სახელმწიფოს სამხედრო მინისტრმა თარხან ბათირაშვილმა მოჯაჰედებს ანდერძი დაუტოვა”.
მარეგულირებელმა ორგანომ სოვა ნიუსი მედიასაშუალებების შავ სიაში რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება რუსეთის ფედერაციის კანონს “ინფორმაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ”.
სოვა ნიუსის განცხადებით, რუსეთის კანონმდებლობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისგან მოითხოვს, რომ იქ, სადაც ნახსენებია ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო, მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია აღნიშნული ორგანიზაციის რუსეთში აკრძალვის შესახებ. თარხან ბათირაშვილის შესახებ მომზადებულ სტატიაში კი ეს აღნიშვნა არ ყოფილა.
“ჩვენთვის გაუგებარია, მაინცდამაინც ეს სტატია რატომ გახდა დაბლოკვის მიზეზი, რადგან ჩვენს არცერთ სხვა სტატიაში, სადაც ნახსენებია ისლამური სახელმწიფო, მითითებული არ გვქონდა რუსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია.
მიუხედავად იმისა, რომ სოვა ნიუსი რუსულენოვანი მედიასაშუალებაა, რესურსი დარეგისტრირებულია საქართველოში და წარმოადგენს რუსულენოვან, დამოუკიდებელ ქართულ მედიასაშუალებას. შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად”, – აცხადებს სოვა ნიუსი.
იმისათვის, რომ რუსულენოვანმა აუდიტორიამ შეძლოს სოვა ნიუსისწაკითხვა, მედიასაშუალება გეგმავს რომ გამოიყენოს ფორმულირება “აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია”, ხოლო სადავო სტატიას წაშლის საიტიდან. ამის შემდეგ ის მიმართავს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას შავი სიიდან ამოღების მოთხოვნით.
ამჟამად რუსეთის ტერიტორიიდან სოვა ნიუსის ვებსაიტზე შესვლა შესაძლებელია ანონიმური ბრაუზერების, ასევე, ბრაუზერ Opera-სა და Opera Mini-ს გამოყენებით.
მსგავსი სიახლეები

სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ადამიანის რელიგიური გრძნობები-გედევან ფოფხაძე

სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობა დაწყებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალახემ განუცხადა.

შუახევის სკოლის პედაგოგი, რომელსაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად სურათი „ქართული ოცნების“ პარტიული დროშებით აქვს გადაღებული, საყვედურს მიიღებს

როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინები შემოვა და ეს დრო ძალიან მალე იქნება, ჩვენ ხელს შეგვიშლიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამბობენ ვაქცინა არ არისო.
