რუსეთის უშიშროების სამსახურმა მოსკოვში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავა, – ამის შესახებ უწყების საზოგადოებრივი კავშირების ცენტრში განაცხადეს.
„30 სექტემბერს, უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოსკოვის რეგიონის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მართლსაწინააღმდეგო საქმიანობა აღიკვეთა.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციის წევრები 2017 წლის სექტემბერში ხალხმრავალ ადგილებში და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე აფეთქებების სახით რეზონანსული ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ“, – აღნიშნავენ უწყებაში.
დაჯგუფების ყველა წევრი დაკავებულია. „მათი საცხოვრებელი ადგილებიდან აფეთქებისთვის გამზადებული დიდი სიმძლავრის ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა არის ამოღებული“, – განაცხადეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებრივი კავშირების ცენტრში.
მსგავსი სიახლეები

ვიქტორას პრანცკეტისი 2018 წელს საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის საჩუქრის გაკეთების ინიციატივით გამოდის
