რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო-პოლიტიკური სამმართველო შეიმუშავა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო-პოლიტიკური სამმართველო შეიმუშავა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო-პოლიტიკური სამმართველო შეიმუშავა. მისი ხელმძღვანელი გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი კარტაპოლოვი იქნება, – სირიაში რუსული სამხედროების ყოფილი მეთაური და დასავლეთის ოლქის ყოფილი მეთაური. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

“გლობალურ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური დაპირისპირების ფონზე, განუზომლად დიდია არმიის მორალურ-პოლიტიკური გაერთიანების ძალა”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ კანშინმა.

შეიარაღებული ძალების პოლიტიკური ხელმძღვანელობა 1919-1991 წლებში არსებობდა – ჯერ წითელ, შემდგომ კი საბჭოურ არმიაში. მასში მსახურობდნენ სამხედრო კომისარები, პოლიტინსტრუქტორები და სამხედრო დეპუტატები (პოლიტიკური მუშაობის მეთაურების მოადგილეები). ისინი ჯარში პოლიტიკურ პროპაგანდას ეწეოდნენ

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები