“რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს, ასე დაიწყო ომი საქართველოში”

“რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს, ასე დაიწყო ომი საქართველოში”

აგვისტოში რუსეთმა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს, ასე დაიწყო ომი საქართველოში, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აგვისტოში ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, არამედ ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი.

„რაც შეეხება ომის საკითხს, ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აგვისტოში რუსეთმა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს. ასე დაიწყო ომი საქართველოში. ამ ომის შედეგად, დღეს ჩვენ დაკარგული გვაქვს, უკვე სრულად ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიების 20 პროცენტი, ასობით ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ. ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ. ჩვენ როცა ოკუპირებული ტერიტორიების 20 პროცენტზე ვსაუბრობთ, თქვენ ხომ არ გგონიათ, ეს მიწაზეა მხოლოდ საუბარი, ადამიანებზეა საუბარი. დღეს საქართველოში გვყავს მხოლოდ ამ ომის შემდგომ 30 000 საკუთარი სახლიდან დევნილი ადამიანი. ეს არის ამ ომის შედეგი.
ახლა რაც შეეხება მომავალს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მშვიდობა და მშვიდობიანი ქმედებები, მშვიდობიანი პოლიტიკა, გონივრული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რათა ქვეყანაში მოხდეს განვითარება. მშვიდობა ნებისმიერი განვითარების უპირობო და აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, რატომ არ ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შემოიჭრა საქართველოში პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: „რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელობის დავალებით, მათ შორის ვლადიმერ პუტინის დავალებით, რა გინდათ?“.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები