რუსეთის პრეზიდენტმა ნავალნი მიხეილ სააკაშვილს შეადარა.

რუსეთის პრეზიდენტმა ნავალნი მიხეილ სააკაშვილს შეადარა.

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა პრესკონფერენციის დროს ვლადიმერ პუტინს ჰკითხა დაუშვებდნენ თუ არა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის არჩევნებზე. რუსეთის პრეზიდენტმა კი ნავალნი მიხეილ სააკაშვილს შეადარა.

“ვინც ახლა დაასახელეთ, – ეს სააკაშვილია, ოღონდ რუსული ვერსია. თქვენ გსურთ, რომ ასეთმა სააკაშვილებმა გამოიწვიონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში?”, – უპასუხა სობჩაკს პუტინმა.

18 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ქსენია სობჩაკი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2018 წლის მარტში ჩატარდება.

დღეს, ალექსეი ნავალნიმ თავისი წინასაარჩევნო პროგრამა გამოაქვეყნა. ოპოზიციონერის განმარტებით, ამ რეფორმების დაფინანსებას ის კორუფციასთან ბრძოლის ხარჯზე გეგმავს. ნავალნიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადება გასული წლის დეკემბერში გააკეთა. თუმცა, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მას ფინანსური დანაშაულისათვის ნასამართლეობის გამო 2028 წლამდე არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები