რუსეთიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ირმა ინაშვილი კატეგორიულად უარყოფ
რუსეთიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ირმა ინაშვილი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მზადაა მისი პარტიის საქმიანობა და ფინანსები სპეცსამსახურებმა შეამოწმონ.
„არც ღირს სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ აბსურდზე, პირდაპირ მოვუწოდებ სპეცსამსახურებს შეისწავლონ ჩვენი საქმიანობა და დაფინანსება. ღია და საჯაროა ეს ყველაფერი, არცერთი თეთრი რუსეთის სახელმწიფოსგან ან იქ მოღვაწე ბიზნესმენების მხრიდან ჩვენ პარტიას არ მიუიღია და არც მივიღებთ.“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, მოსაზრება იმის შესახებ რომ „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთიდან ფინანსდება, ოპოზიციური პარტიების გარდა, უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამაც დააფიქსირა. ქანთარიას თქმით, პატრიოტთა ალიანსის რუსეთში ვიზიტი ვერანაირ მნიშვნელოვან გარღვევას ვერ მოახდენს და შესაძლოა ეს მხოლოდ ფულად სარგებელს უკავშირდებოდეს.
მსგავსი სიახლეები
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, კორუფციაში შემჩნეული ნებისმიერი ადამიანი კანონის წინაშე პასუხს აგებს
ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ახლად დანიშნულ პრემიერმინისტრს შეხვდა.

გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და ანა ნაცვლიშვილს შორის თანამშრომლობა შედგება
