რუსეთი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს და დაეხმარება მას ამის დაცვაში-სერგეი ლავროვი
რუსეთი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს და დაეხმარება მას ამის დაცვაში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღიარებული. რუსმა მშვიდობისმყოფელებმა, რუსეთის არმიამ არ დაუშვა, რომ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ძალის გამოყენებით გადაეჭრა „ტერიტორიული პრობლემა“, როგორც ის მას უწოდებდა მიუხედავად ეუთო-ს გადაწყვეტილებებისა, მიუხედავად იმისა, რომ იქ რუსი და ოსი მშვიდობისმყოფელები იმყოფებოდნენ და მათ შორის ქართველი მშვიდობისმყოფელებიც, რომლებიც აგრესიული ქმედებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიყვანეს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, „რუსეთი ყველანაირად დაუჭერს მხარს სამხრეთ ოსეთს მისი სუვერენიტეტის დაცვაში“.
მსგავსი სიახლეები

აშშ-ის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ რუსეთმა ამერიკის სამხედრო ტექნოლოგიები მოიპარა ჰიპერხმოვანი ფრთოსანი რაკეტების შემუშავების დროს.

ფეხბურთის ბურთი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას ჰელსინკის სამიტის დროს უსახსოვრა, უსაფრთხოებაზე შეამოწმეს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯაე ინი ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ.
