რუმინეთში ძლიერი შტორმის შედეგად 10-მდე ადამიანი დაიღუპა

რუმინეთში ძლიერი შტორმის შედეგად 10-მდე ადამიანი დაიღუპა

რუმინეთში ძლიერი შტორმის შედეგად 10-მდე ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 70 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. BBC-ის ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ქალაქ ტიმისოარაში და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქარის სიჩქარემ 100 კმ-ს გადააჭარბა. სტიქიამ დააზიანა ავტომობილები, სახლებს გადახადა სახურავები. მოგლიჯა მცენარეები და სარეკლამო ბანერები. რუმინეთის მასშტაბით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები