რტო ტატუნაშვილთან დაკავშირებით, არამედ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის მიმართ, ეკისრება პასუხისმგებლობა

რტო ტატუნაშვილთან დაკავშირებით, არამედ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის მიმართ, ეკისრება პასუხისმგებლობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს არა მარტო ტატუნაშვილთან დაკავშირებით, არამედ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის მიმართ, ეკისრება პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ორი გამოსავალი არსებობს, – ერთი შეიარაღებული დაპირისპირება და მეორე, – მოლაპარაკებების პროცესის განვითარება.
„რუსეთს პასუხისმგებლობა ეკისრება არამარტო ტატუნაშვილთან დაკავშირებით, არამედ რეალურად შექმნილ ვითარებაზე, განსაკუთრებით იმაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში არამარტო ქართველების, არამედ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის მიმართ ხდება. ეს მოცემულობაა და ამ მოცემულობიდან გამოსვლას გარკვეული ზომები სჭირდება. ამ ზომებისთვის მხოლოდ ორი გზაა, ერთი შეიარაღებული დაპირისპირება და მეორე, – მოლაპარაკებების პროცესის განვითარება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები