“როცა ოპოზიცია ხელისუფლებაში იყო, მსოფლიოს აჩვენებდნენ თუ როგორი არ უნდა იყოს მთავრობა”

“როცა ოპოზიცია ხელისუფლებაში იყო, მსოფლიოს აჩვენებდნენ თუ როგორი არ უნდა იყოს მთავრობა”

„საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ როგორ მოქმედებს მმართველი გუნდი, რა რეფორმები გააკეთა და რა ღონისძიებები გაატარა 2012 წლის შემდეგ“, -ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, როცა ოპოზიცია ხელისუფლებაში იყო, არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებას, მსოფლიოს აჩვენებდნენ თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. და როდესაც დღეს ოპოზიციაში არიან, აჩვენებენ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.

ეს განცხადება, მან კითხვის საპასუხოდ გააკეთა, თუ რატომ უნდა დარჩეს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ხელისუფლებაში.

„ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ, რაც 2012 წლამდე იყო, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული სახელმწიფოების მსგავსი განვითარებული ქვეყანა. ამისთვის საჭიროა მეტი მუშაობა და ბევრია გასაკეთებელი. მაგრამ რაც იყო გასაკეთებელი, იმასთან შედარებით, როგორც ცა და დედამიწა ისეთი განსხვავებაა და წინ გადადგმული ნაბიჯები არის. საზოგადოება ამას ხედავს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები