“როცა კრიმინალური პოლიტიკური ძალა არღვევს ყველა წესს, ასეთ ძალასთან კონსენსუსი წარმოუდგენელია”

“როცა კრიმინალური პოლიტიკური ძალა არღვევს ყველა წესს, ასეთ ძალასთან კონსენსუსი წარმოუდგენელია”

მათ არათუ დაარღვიეს 8 მარტის შეთანხმება და გავიდნენ ამ შეთანხმებიდან, არამედ საპროტესტო აქციებიც კი მოაწყვეს გუშინ პარლამენტთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე განაცხადა.

„მაშინ, როცა კრიმინალური პოლიტიკური ძალა არღვევს ყველა წესს, ასეთ ძალასთან კონსენსუსი წარმოუდგენელია. გუშინ გაეცა ძალიან მნიშვნელოვან კითხვას პასუხი, ამდენი ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება პროპორციული წესით არჩევნებს, ხოლო შემდეგ რატომ ეწინააღმდეგებოდა ყოველთვის საარჩევნო რეფორმას. მათ არათუ დაარღვიეს 8 მარტის შეთანხმება და გავიდნენ ამ შეთანხმებიდან, არამედ საპროტესტო აქციებიც კი მოაწყვეს გუშინ პარლამენტთან. კიდევ ერთხელ ცხადად გამოჩნდა, ვინ არის პრორუსული ანგაჟირებული ძალა საქართველოში, რომელიც კრიმინალურ სექტად ჩამოყალიბდა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პროდასავლური ძალა საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი დემოკრატიული სტანდარტით 2020 წლის არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები