“როცა 400 ათასზე მეტი ამომრჩეველი და მხარდამჭერი ჰყავს ქალაბტონ სალომეს, ლეგიტიმაცის შესახებ კითხვის დასმა უშინაარსოა” – “ქართული ოცნების” დეპუტატი

“როცა 400 ათასზე მეტი ამომრჩეველი და მხარდამჭერი ჰყავს ქალაბტონ სალომეს, ლეგიტიმაცის შესახებ კითხვის დასმა უშინაარსოა” – “ქართული ოცნების” დეპუტატი

“ქართული ოცნების” წევრი ცოტნე ზურაბიანი „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ლომიას განცხადებას საფუძველს მოკლებულს უწოდებს.

“ნებისმიერ ცივილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, თუნდაც მცირედი განსხვავების შემთხვევაში ჩვეულებრივად აღიარებენ და ულოცავენ გამარჯვებას და ჩვენთან მზგავსი მასშტაბური აქტივობის პირობებში სადაც 400 000-ზე მეტი მხარდამჭერი და ამომრჩეველი ჰყავს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმაციის შესხებ კითხვის ნიშნის დასმა მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უშინაარსოა და ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. იმ პირობებში, როდესაც თვითონაც მხარს უჭერდნენ და გამოდიოდნენ მხარდაჭერით სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან მიმართებით” – თქვა დეპუტატმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები