რომი, ათენი, პარიზი, ბარსელონა, ვარშავა – სპეცრეისებს Wizzair და Myway Airlines შეასრულებენ

რომი, ათენი, პარიზი, ბარსელონა, ვარშავა – სპეცრეისებს Wizzair და Myway Airlines შეასრულებენ

ემიგრანტების საქართველოში დასაბრუნებლად სპეცრეისები დაინიშნა. განრიგი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა. საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში სპეცრეისებს ავიაკომპანიები – Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.

რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:

13 ივლისი, ავიაკომპანია Myway Airlines, თბილისი – ვარშავა – თბილისი;
15 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ბარსელონა – ქუთაისი – ბარსელონა;
17 ივლისი, ავიაკომპანია Myway Airlines, თბილისი – რომი – თბილისი;
22 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, პარიზი -ქუთაისი – პარიზი (ბოვე) – ქუთაისი;
28 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ქუთაისი – ათენი – ქუთაისი

“ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა” – აცხადებს საქართველოს მთავრობა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, სპეცრეისებს და ჩარტერულ ფრენებს მხოლოდ საქართველოს ავიახაზები ასრულებდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები