რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა.

რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა.

რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა. პროექტის მიხედვით, სასახლე და ისტორიული კომპლექსი პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. პროექტი კი სპეციალისტთა ჩართულობით მომზადდა.

პროექტის ფარგლებში პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა. მოეწყობა სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი, ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა და საფეხმავლო ხიდი.

ისტორიულ სასახლეში განთავსდება მუზეუმი, სადაც გამოიფინება რესტავრირებული ნივთები და კულტურული ფასეულობები.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი “საპარტნიორო ფონდია”. ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია, ე.წ. რომანოვების სასახლე სამართავად საპარტნიორო ფონდს ეკონომიკის სამინისტრომ 2016 წელს გადასცა.

ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული სასახლე უახლოეს წარსულში საზაფხულო რეზიდენციად გამოიყენებოდა. საბჭოთა პერიოდში ლიკანის სასახლე კი კომუნისტური ლიდერების რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კომპლექსი სამთავრობო რეზიდენციად, ხოლო 2005 წელს – საპრეზიდენტო სასახლედ გადაკეთდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები