რომან კაკულია: ვისაც აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკება არ უნდა შედგეს, მათთვის არცერთ მოცემულობას აზრი არ ექნება

რომან კაკულია: ვისაც აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკება არ უნდა შედგეს, მათთვის არცერთ მოცემულობას აზრი არ ექნება

მოსაზრებას, რომ პარტიას, რომელიც არჩევნებში 40 პროცენტზე ნაკლებს აიღებს, მთავრობის ერთპარტიულად ჩამოყალიბების საშუალება არ უნდა ჰქონდეს, მეც ვეთანხმები, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
მისი აზრით, ვისაც აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ მოლაპარაკება არ უნდა შედგეს, მათთვის არც ერთ მოცემულობას აზრი არ ექნება.
„ამ პოზიციას მეც ვეთანხმები და მე მგონი, ამ მიდგომის მიმართ საერთო კონსენსუსი არის, რაც ძალიან კარგია, რომ შევთანხმდით რაღაც საფუძველზეც. დანარჩენი ინტერპრეტაციის ნაწილია და გამოვლინება იმისა, თუ ვის აქვს რეალურად სურვილი, მოლაპარაკებების გზით რაღაც კონსესუსამდე მივიდეს. ვისაც პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რომ მოლაპარაკება არ უნდა შედგეს, მათთვის არავითარი აზრი არ ექნება არც ერთ მოცემულობას, მაგრამ მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც დადებული იქნას ისეთი შეთავაზება, რომლის მიმართ შეუთანხმებლობა არ იქნება ლოგიკასთან დაკავშირებული“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები