რომან კაკულია: ყველას მიმართ შეიძლება პრეტენზიის გამოხატვა, მაგრამ ბავშვებისა და მეუღლის თანდასწრებით ამას უკანასკნელი მორალის ადამიანებიც არ კადრულობენ

რომან კაკულია: ყველას მიმართ შეიძლება პრეტენზიის გამოხატვა, მაგრამ ბავშვებისა და მეუღლის თანდასწრებით ამას უკანასკნელი მორალის ადამიანებიც არ კადრულობენ

იმედი მაქვს, ყველაფერი გაირკვევა და ასეთი რამ აღარ განმეორდება, – ასე გამოეხმაურა ​პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მისი თქმით, ფაქტს გამართლება არ აქვს.

„მგონი, შეფასებებში ყველა ერთნაირი იქნება. ყველაზე დაბალი მორალის ადამიანებსაც კი აქვთ ხოლმე ასეთი ტიპის თავშეკავება, როცა საქმე ოჯახის წევრებს, ბავშვებსა და მეუღლეს ეხება. აქ საუბარიც კი არ არის რამე ტიპის გამართლებაზეც იმ ადამიანის მიმართ, ვინც ეს ჩაიდინა. იმედი მაქვს, ყველაფერი გაირკვევა და ასეთი რამ აღარ განმეორდება. ყველა ადამიანის მიმართ შეიძლება, გამოიხატოს კორექტული ფორმით ნებისმიერი ტიპის პრეტენზია, მაგრამ ბავშვებთან და მეუღლესთან ამის გაკეთებას უკანასკნელი მორალის ადამიანებიც კი არ კადრულობენ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

შემთხვევა გუშინ, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად სავახშმოდ იმყოფებოდა.

ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით სამ დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, საქმე კი მომხდარ ფაქტზე სსკ-ის 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები