რომან კაკულია არტო სატონენს შეხვდა

რომან კაკულია არტო სატონენს შეხვდა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ და ფინეთის პარლამენტის დიდი კომიტეტის თავმჯდომარემ, ფინეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა არტო სატონენიმ, დღეს გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ეკონომიკის ძირითადი ტენდენციების და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს.
რომან კაკულიამ ფინელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს თაობაზე და იმ დარგების შესახებ, რომლებშიც ფინელ ინვესტორებსა და ბიზნესმენებს შეუძლიათ ინვესტიციების ჩადება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების სისტემაზე, რომელიც ძალიან განვითარებულია ფინეთში და არის ასევე, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა. სტუმრების მხრიდან დიდი ინტერესი გამოითქვა ტურიზმში ინვესტიციების გაკეთების და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, ნინო წილოსანი და ფინეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები