რომან კაკულია ანაკლიის კონსორციუმისზე: დანაშაულის ჩადენასთან გვქონდა საქმე

რომან კაკულია ანაკლიის კონსორციუმისზე: დანაშაულის ჩადენასთან გვქონდა საქმე

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმთამ” ხელშეკრულების გაწყვეტა მოხდა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ საქმე დანაშაულის ჩადენას ეხებოდა, ამასთან დაკავშირებით, კითხვები არ გააჩნია.

“ხელშეკრულების გაწყვეტა მოხდა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რომელიც სახეზეა და ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ არსებობს. წლებია მათ მხარდაჭერას უცხადებს მთავრობა. შეუსრულებელი ვალდებულებები, დე ფაქტო მიზეზია, რის გამოც გაწყდა ხელშეკრულება.

სისხლის სამართლის საქმეს რაც შეეხება, შეუძლიათ იურისტებმა გააკეთონ ამის ინტერპრეტაცია. თუმცა, ის, რომ დანაშაულის ჩადენასთან გვქონდა საქმე, ამასთან დაკავშირებით, მე შეკითხვები არ გამაჩნია,” – აღნიშნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები