როგორც მინიმუმ ალბათ არაეთიკური, არაკორექტული და შეურაცხმყოფელია, როდესაც საკუთარ კოლეგებს ნარჩენებად მოიხსენიებ-გიორგი მიქაუტაძე

როგორც მინიმუმ ალბათ არაეთიკური, არაკორექტული და შეურაცხმყოფელია, როდესაც საკუთარ კოლეგებს ნარჩენებად მოიხსენიებ-გიორგი მიქაუტაძე

როგორც მინიმუმ ალბათ არაეთიკური, არაკორექტული და შეურაცხმყოფელია, როდესაც საკუთარ კოლეგებს ნარჩენებად მოიხსენიებ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ, საბჭოს წევრის ანა დოლიძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ ანა დოლიძეს აქვს მცდელობა, საბჭოს მუშაობის პროცესში  პოლიტიკა შეიტანოს.

“თავის დროზე ძალიან პროგრესული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და საკმაოდ კარგი რეფორმა გატარდა, როდესაც პოლიტიკოსებისგან განთავისუფლდა იუსტიციის საბჭო და პარლამენტის წევრები გაიყვანეს საბჭოდან. დღეს არის გარკვეული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საბჭოში არამოსამართლე წევრები ინიშნებიან და ირჩევიან პარლამენტის მხრიდან. პრეზიდენტის დანიშნული წევრი არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს და ყველანაირად ცდილობს, რომ პოლიტიკური განცხადებით შეურაცხყოს კოლეგები. მთავარი კრიტერიუმია, რომ საბჭოს წევრი პოლიტიკისგან იყოს თავისუფალი. ნომერ პირველი მოთხოვნაა, რომ არ უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურად ძალიან აქტიური პირი საბჭოში და შედეგებიც სახეზეა”, – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, ანა დოლიძემ დღეს განაცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები ცდილობენ, სასამართლოში საკუთარი გავლენა შეინარჩუნონ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები