როგორც კობახიძემ განაცხადა, პატრიოტთა ალიანსის წევრების მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი არ არის საპარლამენტო და აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება მის პრეროგატივას არ წარმოადგენს.

ირაკლი კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით შეფასების გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს.
“ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ჩამოყალიბებული ხედვა საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ვიზიტს, ეს არ არის საპარლამენტო ვიზიტი. გამომდინარე აქედან, ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა არ არის კომენტარის გაკეთება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
როგორც ცნობილია, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დეპუტატები მოსკოვში მორიგ ვიზიტს ოქტომბერში გეგმავენ.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები
2018 წელს გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები; მნიშვნელოვანია, რომ ისინი აღსრულდეს და ჩვენი მოქალაქეების მოლოდინები გამართლდეს-გიორგი კვირიკაშვილი

კახა კალაძე – დღეს გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიბინძურესა და უბედურებას, რაც 2012 წლამდე ხდებოდა

პრეზიდენტი-ნიუ-იორკში ქართული სახელმწიფოს ყველა წარმომადგენელი მუშაობდა, რათა ოკუპაციის პრობლემა საერთაშორისო პარტნიორებამდე მიეტანა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკურ პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს მოუწოდებს, დროულად დაიწყონ საარჩევნო მიზნებისთვის განხორციელებული ხარჯის დეკლარირება.
