როგორც კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი პრეზიდენტისგან მსგავს ქმედებებს მიჩვეულია.

ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის არდანიშვნა პარლამენტის უპატივცემულობაა, თუმცა ამას მიჩვეული ვართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის არდანიშვნა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და პარლამენტის უპატივცემულობის გამოხატულებაა.
“ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენ გვაქვს უკვე ამის პრეცედენტი. პირველი პრეცედენტი შექმნა მარგველაშვილმა იმის, რომ ის არ ნიშნავს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რაც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს პარლამენტის მოთხოვნით და მთავრობის წარდგინებით. წარდგინებას და მოთხოვნას შორის ზუსტად ის განსხვავებაა, რომ ერთ შემთხვევაში დისკრეცია აქვს პრეზიდენტს, მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე სხდომა. შესაბამისად, სხდომის არდანიშვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ეს არის ასევე, პარლამენტისადმი უპატივცემულობის გამოხატულება, თუმცა ამას მიჩვეული ვართ“, – განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები

„როგორც უკრაინამ, ისე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე“ – გიორგი კვირიკაშვილი
