როგორც კი დაინახავთ, რომ კომპანია არ მუშაობს, მაშინვე შეუწყვიტეთ კონტრაქტი – კახა კალაძე

როგორც კი დაინახავთ, რომ კომპანია არ მუშაობს, მაშინვე შეუწყვიტეთ კონტრაქტი – კახა კალაძე

„როგორც კი შეჩერებული იქნება გზის რეაბილიტაციის შესრულება, იმ წამსვე შეუწყვიტეთ კონტრაქტი კომპანიას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გლდანში მიმდინარე სამუშაოების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად უნდა შესრულდეს.

„როგორც კი შეჩერებული იქნება გზის რეაბილიტაციის შესრულება, იმ წამსვე შეუწყვიტეთ კონტრაქტი კომპანიას. მოსახლეობასაც მოვუწოდებ, თუ შეამჩნევთ, რომ  კომპანიის თანამშრომლები არ მუშაობენ, შეგვატყობინეთ. ეს სამუშაოები ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს. შემდეგ ამბობენ, რომ კალაძე და მერია არ მუშაობს, რეალურად სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანიაა. სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური ვარ, შეგიძლიათ მომმართოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები