როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.

როგორც  ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით, 24 სექტემბერს, 14:01 საათზე გაიგზავნა მოთხოვნა პრეზიდენტთან რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე.

„ჩვენ 48 საათის განმავლობაში ვართ უფლებამოსილი, შევიკრიბოთ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან ნებისმიერ დროს გავმართოთ პლენარული სხდომა და, შესაბამისად, შევუდგებით საკონსტიტუციო პროექტის განხილვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები