როგორც ჩანს, გიორგი ქადაგიძეს ამ საქმესთან უშუალო შეხება ჰქონდა, რადგან იმ პერიოდში განხორციელდა გარკვეული ოპერაციები

როგორც ჩანს, გიორგი ქადაგიძეს ამ საქმესთან უშუალო შეხება ჰქონდა, რადგან იმ პერიოდში განხორციელდა გარკვეული ოპერაციები

როგორც ჩანს, გიორგი ქადაგიძეს ამ საქმესთან უშუალო შეხება ჰქონდა, რადგან იმ პერიოდში განხორციელდა გარკვეული ოპერაციები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “თიბისი ბანკის” საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ვინ არის პასუხისმგებელი იმ ქმედებაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ამ კითხვაზე პასუხი თავად სამართალდამცავებმა უნდა გასცენ.
„როგორც ჩანს, გიორგი ქადაგიძეს ამ საქმესთან უშუალო შეხება ჰქონდა, რადგან იმ პერიოდში განხორციელდა გარკვეული ოპერაციები. აქედან გამომდინარე, ალბათ შეიძლება მასთანაც დაისვას შესაბამისი კითხვები, თუმცა ეს არსებითად სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. ვინ არის პასუხისმგებელი იმ ქმედებაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ამ კითხვაზე პასუხი თავად სამართალდამცავებმა უნდა გასცენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ საქმეზე დღეს დაიკითხა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები