ქეთა თოფურიასა და ლევ გეიხმანის დაშორების შესახებ ბოლო დროს ბევრს საუბრობდნენ. ქეთამ ზაფხული ქმრის გარეშე გაატარა, შვილთან ერთად – უმეტესი დრო საქართველოში იყო, ნათესავ-მეგობრები მოინახულა, საკურორტო ადგილებში იმყოფებოდა პატარა ოლივიასთან ერთად და თითქოს, ბედნიერიც იყო.
ცოტა ხნის წინ მოულოდნელად დადო ფოტო – ღამენათევი და ნამტირალევი (იხილეთ ფოტო). მაშინაც ბევრმა ივარაუდა, რომ ეს პირად ცხოვრებაში გაჩენილ სირთულეებს უკავშირდებოდა. თუმცა ქეთა კომენტარს არ აკეთებდა…
ახლა კი საჯაროდ დაწერა და აღიარა ეს ამბავი და ქმარს ოფიციალურად გამოემშვიდობა:
”ლევჩიკ, მადლობა შენ ბედნიერებისთვის, სახელად ოლივია! მე შენ ძალიან მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია ერთად არ ვართ, ჩვენ მაინც ოჯახი ვართ, მეგობრები ვართ და ეს სამუდამოდ ასე იქნება. მიყვარხარ…”