გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 მაისს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
29 – 31 მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +25, +30 გრადუსი იქნება.
30 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში საგრძნობლად აგრილდება, ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრდუსამდე დაიკლებს, 31 მაისს კი შედარებით გამოიდარებს და ისევ +25, +30 გრადუსამდე დათბება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა 29 და 31 მაისს +27, +29, ხოლო 30 მაისს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.
მსგავსი სიახლეები

საქართველოში დღეს, ამიერკავკასიაში პირველი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) გაიხსნა

გიორგი მარგველაშვილმა სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს 51-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა (იხ.ფოტოები)
