როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 – 11 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები