როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

27 – 28 თებერვალს დასავლეთ საქართველოში დღის საათებში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, საღამოს და ღამის საათებში ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსამდე მოიმატებს, 27 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა 27 თებერვალს ბარში +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 28 თებერვალს გამოიდარებს და +12, +17 გრადუსამდე დათბება. თბილისში 27 თებერვალს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 28 თებერვალს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები