როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 20 აპრილიდან ამინდი გაუარესდება.

20 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან 23 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება​“, – აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები