როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ხვალ, დღის ბოლოდან 5 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, 5 – 6 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ოქტომბერს, დღის ბოლოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები