როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 5 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +14 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მცირე ღრუბლიანობაა, +12 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

მზიან დღეს ვარაუდობენ ჭიათურაშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში უმეტესად მზიანი დღეა ნავარაუდევი. +10 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -9 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +12 გრადუსი მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

უმეტესად მზიანი დღე იქნება გუდაურში. +4 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოში შესაძლებელია მცირე ღრუბლიანობის მომატება, ჰაერის ტემპერატურა დღისით -3 გრადუსი იქნება, ღამე კი -10 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი.

ასევე უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. +12 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, სადაც მცირე ღრუბლიანობაა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

რუსთავში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი, შესაძლებელია ძლიერი ქარი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღე იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები