როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 ივლისს ქუთაისში უნალექო დღე და +43 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +25 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.

მესტიაში დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, აქაც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +41 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.

+35 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

გორში +39 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +39 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +28 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი.

ლაგოდეხში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში, დღის განმავლობაში, +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +40 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +25 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე და +37 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +24 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +40 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +25 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +39 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.

გრძელვადიანი პროგნოზი იმის შესახებ, თუ როგორ ჩაივლის 2021 წლის ზაფხულის სეზონი საქართველოში, ნახეთ ამ ბმულზე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები