როგორი ამინდი იქნება აღდგომის დღეებში საქართველოში

როგორი ამინდი იქნება აღდგომის დღეებში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-29 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია თბილი ამინდი. 27-29 აპრილს, სითბოს ფონზე – ძირითადად, საღამოს საათებში – საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა. მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოში კი +20, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
თბილისში 25-26 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27-29 აპრილს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე წვიმა. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები