როგორ წარმოგიდგენიათ, ოქუაშვილს ჩემს კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ და ვერ ველაპარაკები?! – ბიძინა ივანიშვილი

როგორ წარმოგიდგენიათ, ოქუაშვილს ჩემს კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ და ვერ ველაპარაკები?! – ბიძინა ივანიშვილი

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის სკანდალური განცხადებები იყო პირველი შეკითხვა, რომელიც დიანა ტრაპაიძემ “ქართული ოცნების” დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს დაუსვა.

“ბიზნესმენთან შეხვედრა დანაშაულია? ეს არა მარტო შეხვედრა იყო. მე ძალიან ბევრ ბიზნესს ვეხმარები, იცით რამდენს დავეხმარე? ეს თემა “რუსთავი 2”-მა დაიჭირა და თქვენც ეხმარებოდით. რატომ უნდა დაისაჯოს ფარცხალაძე? არაფერი ჩაუდენია. ბიზნესმენების სიარული დღესაც გაგრძელდება ჩემთან, რადგან სიმდიდრე შეიქმნას ქვეყანაში. ბიზნესმა უნდა დაასაქმოს მოსახლეობა. ბიზნესმენები თუ დადიან ჩემთან, ეს ძალიან კარგია. სწორედ ეს იყო ოქუაშვილის მოსვლის საფუძველიც და ამის გამო მოვიდა ყიფიანიც, თამბაქოს თემაზე. ძალიან კარგი პროექტი იქმნებოდა, ბაჩიაშვილთან გავუშვი, იქ წილი ექნებოდა ყიფიანსაც, აჭარასა და კახეთში. პროექტი შეიკრა. ბაჩიაშვილმა მიმანიშნა, რომ თამბაქოს ორი საწარმო არსებობდა საქართველოში… შევკარით პროექტი. ადგილობრივ მწარმოებლებს თამბაქოს წარმოებაზე რომ პრობლემა არ ჰქონოდა. თანაინვესტირების ფონდი დებდა დიდ წილს. ჩვენს შემთხვევაში ძალიან კარგ “პადოჩკას” ვუკეთებდი, რომ წარმოება არ გაჩერებულიყო. დიახ, ოქუაშვილის ლევანთან ერთად მოვიდა, ორჯერ იყო ჩემთან.

ამ ჩანაწერებზე ინგლისის ორმა და ასევე, ჩვენმა საექსპერტო ბიურომ თქვა რომ არ არის ავთენტური და იგი დამახინჯებულია. ჩემთვის ეს საფუძვლიანი და მისარებია. ოქუაშვილთან ქალბატონი ეკა კვესიტაძე და მისი დირექტორი ერთად ცდილობდნენ ის ეთქვა ოქუაშვილს, რაც მათ უნდოდათ. თურმე, ოქუაშვილს ოთხი თითი ვანიშნე. ჩემთან აპარატურის შემოტანა ყველას შეუძლია. არავის ვამოწმებ. როგორც ჩანს ყველაფერს იწერს, რატომღაც ეს ჩანაწერი არ არის. თურმე, ოთხ თითს ვაჩვენებ და მეშინია თქმის. რაში ან რისთვის უნდა გადაეხადა ამ კაცს ფული? თვეზე მეტია თემა მუსირებს და რაში გადაიხადა ფული? არ იცით? თქვენ მუშაობთ ამ თემაზე და რატომ არ იცით? მთავარი კითხვა, რისთვის გადაიხადა თანხა ოქუაშვილმა? ვერც ეს კაცი ამბობს და ვერც “რუსთავი 2”, რისთვის გადაიხადა ქრთამი ამ კაცმა. როგორ წარმოგიდგენიათ, ოქუაშვილს ჩემს კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ და ვერ ველაპარაკები?!

ოქუაშვილი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ქარხანა დაუყადაღეს, მას შემდეგ რაც 11-ჯერ გადაუვადეს თანხა. ამის შემდეგ ეს კაცი წამოვიდა შანტაჟზე. აქედან გავიცანით ეს კაცი. რამდენად სანდოა კაცი, რომელიც გადასახადებს არ იხდის და შანტაჟის გზით ცდილობს საქმის მოგვარებას? კაცი ბიუჯეტში არ იხდის ფულს და 4 მილიონი რისთვის უნდა გადაეხადა და რის საფასურად?“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები