სტუმრები, კერძები
2018 წლის ძველით ახალ წელს უმჯობესია, სტუმრად ისინი მიიწვიოთ, ვისთანაც წინა წელს მჭიდრო ურთიერთობა გაკავშირებდათ. პრივილეგია მიანიჭეთ – ახლო მეგობრებს და ნათესავებს, ასევე იმ კოლეგებს, რომლებიც მხარს გიჭერდნენ და გეხმარებოდნენ კარიერულ წინსვლაში. ეს ადამიანები დამდეგ წელს თქვენთვის “მფარველი ანგელოზები” იქნებიან.
სადღესასწაულო სუფრა უმჯობესია, მსუბუქი იყოს, მაგრამ ამავე დროს, მრავალფეროვანი. მოამზადეთ კერძები, რომელიც ყვითელი ძაღლის წელს მოეწონება. ხორციანი კერძებიდან უპირატესობა იმათ მიანიჭეთ, რომლებსაც გაცხელება არ სჭირდება. ხილი და ტკბილეული მაგიდაზე უხვად უნდა იყოს. უარი თქვით ალკოჰოლზე, მიირთვით მინერალური წყალი და ხილის წვენები. ზუსტად 12-ზე კი გახსენით შამპანური.
გარდა ამისა, შეეცადეთ, რომ სუფრა თავიდანვე გაშლილი გქონდეთ, რომ შემდეგ არ მოგიწიოთ წინ და უკან სიარული. ძველით ახალი წლისთვის საუკეთესო ვარიანტია ფურშეტი და არა სერიოზული და ტრადიციული სუფრა. მეტი დრო გართობისთვის დაიტოვეთ.
მსგავსი სიახლეები

ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საგაზაფხულო გაწვევის პირველი ეტაპის 98-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო.

პოლიტოლოგი გია აბაშიძე „პირველთან” 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენიმე მიმართულებით საუბრობს

“რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე – ია კიწმარიშვილი განცხადებას ავრცელებს და “რუსთავი 2-ის” ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს.
