“როგორ შევაფასოთ და რა დავარქვათ იმას, რაც ხდებოდა ორი-სამი საათის განმავლობაში, როდესაც სცემდნენ პოლიციელებს, რა დავარქვათ, გულწრფელად მაინტერესებს”-კახა კალაძე

“როგორ შევაფასოთ და რა დავარქვათ იმას, რაც ხდებოდა ორი-სამი საათის განმავლობაში, როდესაც სცემდნენ პოლიციელებს, რა დავარქვათ, გულწრფელად მაინტერესებს”-კახა კალაძე

“როგორ შევაფასოთ და რა დავარქვათ იმას, რაც ხდებოდა ორი-სამი საათის განმავლობაში, როდესაც სცემდნენ პოლიციელებს, რა დავარქვათ, გულწრფელად მაინტერესებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.
კითხვაზე, გასცა თუ არა ბრძანება გიორგი გახარიამ, კახა კალაძემ შემდეგნაირად უპასუხა.
„რა, რომ თვალებსა და თავში მოერტყათ? ახლა დავსვამ მარტივ შეკითხვას. თქვენ ახალგაზრდები ხართ და ყველას გინდათ, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი, განვითარებული, იყოს სიმშვიდე და მშვიდობა. როგორ შევაფასოთ და რა დავარქვათ იმას, რაც ხდებოდა ორი-სამი საათის განმავლობაში, როდესაც სცემდნენ პოლიციელებს, რა დავარქვათ, გულწრფელად მაინტერესებს. ყველაფერი თანმიმდევრულად მოხდა, ხომ? იყო მშვიდობიანი აქცია, პოლიცია იდგა, ერთი ნაბიჯი წინ არ გადმოუდგამს და მათ სცემდნენ, რა დავარქვათ? ის ცალკეული შემთხვევები, რაც ვნახეთ, არის უმძიმესი. ამას გამართლება არ აქვს. გამოძიება დაადგენს და ყველას მოეკითხება, ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები