“როგორ შეიძლება ისე გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ მისი ნგრევა გენატრებოდეს ან გელანდებოდეს”

“როგორ შეიძლება ისე გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ მისი ნგრევა გენატრებოდეს ან გელანდებოდეს”

საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კალანდია ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაციას ეხმაურება.

ძვირფასო მეგობრებო, აი, ასე გამოიყურებოდა უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე რეაბილიტაციამდე, თავადაც ხედავთ საგანგაშო და ნგრევის პირამდე მისულ მდგომარეობას! თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თქვან, ხმამაღლა, საჯაროდ, ისე რომ არ შერცხვეთ, რომ თითქოს „სასახლე დღეს უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ის რეაბილიტაციამდე იყო“. სინამდვილე კი ასეთია – ნიკოსეულ სასახლეში ფონდ „ქართუს“ თანადგომით მიმდინარეობს რესტავრაციის მეორე ეტაპი. 24 დარბაზიდან, 4-ში მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები, რაც ითვალისწინებს იატაკის გარკვეული მონაკვეთების შეცვლას, ასევე დროებით გადახურვებზე, ჟოლობებზე, წყალ-ამრიდებზე. შენობა ჯერ გახსნილი არ არის, ის ოფიციალურად ექსპლუატაციაში არ შესულა და არც დამთვალიერებელს იღებს, მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება მესამე, დასკვნითი ეტაპი, რაც ექსპოზიციის განთავსებას ითვალისწინებს…

ყველაფერი შემიძლია გავიგო, ნამდვილად შეიძლება გძულდეს ესა თუ ის პოლიტიკოსი, თუნდაც საქველმოქმედო ფონდი, კონკრეტული პიროვნება, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიგებ, როგორ შეიძლება ისე გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ მისი ნგრევა გენატრებოდეს ან გელანდებოდეს! გქონდეს იმედი, რომ „თუ ქვა ქვაზე არ დარჩება, ახალში მაინც აგირჩევენ ხუროთმოძღვრად“, – წერს კალანდია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები