“როგორ გავამტყუნო ჩემი მეჯვარე ამიკო, მეც იგივეს გავაკეთებდი “

“როგორ გავამტყუნო ჩემი მეჯვარე ამიკო, მეც იგივეს გავაკეთებდი “

არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჩვენი წყობიდან გამოყვანას შეეცდებიან. ყველაზე მტკივნეული, სენსიტიური, ყველაზე ძვირფასი თემებით, რათა ჩვენ ჩაგვითრიონ ინტრიგასა და პროვოკაციაში, – ამის შესახებ მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა, „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მუსიკოსის თქმით, მისი გულშემატკივრები პირველ რიგში ნერვებს უნდა გაუფრთხილდნენ.

„არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჩვენი წყობილებიდან გამოყვანას შეეცდებიან. ყველაზე მტკივნეული, სენსიტიური, ყველაზე ძვირფასი თემებით, რათა ჩვენ ჩაგვითრიონ ინტრიგასა და პროვოკაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორმაგი სიძლიერე და თავშეკავებულობა გვმართებს, მაგრამ ეს სათქმელად ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე შესასრულებლად. როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, მეჯვარე ამიკო, რომელიც ლამის გამოიყვანეს ლაკი ლუჩიანოდ თუ პაბლო ესკობარად?! არაერთხელ ყოფილა, უცებ ინტერნეტში ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე – ის რეაგირებას აკეთებს, ვერ გავამტყუნებ. მეც იგივეს გავაკეთებდი ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე რომ მსგავსი ვნახო. მეც ისევე ვიმოქმედებ და თავს ვერ შევიკავებდი. როგორ შეიძლება აქ ჩემი ძმაკაცი გავამტყუნო?!“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები