რამდენად სასარგებლოა ღვინო ბავშვის ორგანიზმისთვის, რომელი დაავადებების დროს და როგორ შეიძლება მისი გამოყენება? ეს არის კითხვები, რომელიც მშობლებს აწუხებს. ცნობილი ამბავია, რომ ყურძნის ღვინო მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. იგი სასარგებლოა ნივთიერებათა და მარილოვანი ცვლის გასაუმჯობესებლად. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ნახშირწყლოვან, აზოტისა და მინერალურ ცვლას, ზრდის ორგანიზმის ტონუსს, აქვს შარდმდენი, ანტისტრესული, ბაქტერიციდული და ანტიალერგიული მოქმედება. აქედან გამომდინარე, ღვინო, თუ ზომიერად გამოვიყენებთ, სასარგებლოა როგორც მოზრდილთათვის, ისე ბავშვებისთვის. საგანგებოდ გამოსაყოფია ყურძნის ღვინის თვისება – გაზარდოს ორგანიზმის წინააღმდეგობა ინფექციური დაავადებების მიმართ.
კატეგორიები:
საზოგადოება