როგორ და რა რაოდენობით გაიზარდა საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ქონებრივი დეკლარაცია დეპუტატობის პერიოდში.

როგორ და რა რაოდენობით გაიზარდა საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ქონებრივი დეკლარაცია დეპუტატობის პერიოდში.

როგორ და რა რაოდენობით გაიზარდა საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ქონებრივი დეკლარაცია დეპუტატობის პერიოდში.

„კვირამ“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოებულ ელენე ხოშტარიას 2012 წლისა და 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციები ერთმანეთს შეადარა.

5 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრს 2 ტყუპი შეეძინა და იგი ოთხი შვილის დედა გახდა.
ამჟამად, ხოშტარია ოთხი შვილის დედაა, უფროსი ვაჟი რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში 2002 წლის ნოემბერში დაიბადა, დანარჩენი სამი კი, საქართველოში, თბილისში დაიბადნენ. დეპუტატი სამი ვაჟისა და ერთი ქალიშვილის დედაა.
მისი მეუღლე ირაკლი ბერიძე სს m2 -ის დირექტორი და ამავე სამშენებლო კომპანიის ობლიგაციების მფლობელია, ამასთან, დეპუტატის მეუღლე დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებულ კომპანია BGEO GROUP PLC-ის აქციების წილს ფლობს. 
ოჯახის წევრების გარდა, პარლამენტის წევრის ქონება ამ 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თუკი, 2012 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ელენე ხოშტარია მეუღლესთან ერთად, თბილისში 3 ბინას და თელავის რაიონში, კერძოდ, იყალთოში მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს უთითებდა, 2017 წლის დეკლარაციაში, მათ უძრავ ქონებას სხვა მიწის ნაკვეთი და აგარაკიც დაემატა.
კერძოდ, 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ ელენე ხოშტარიამ 2014 წელს, ტაბახმელაში თავდაპირველად 1500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი 15 000 აშშ დოლარად შეიძინა, ხოლო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 2015 წელს წამოიწყო, რომლის ღირებულებაც 170 000 ლარია.
აქვე დეპუტატი მიუთითებს, რომ სახლი საკუთარი სახსრებით ააშენა.
ელენე ხოშტარიას სახელზეა რეგისტრირებული თელავში, იყალთოში მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლიც. რაც ჯამში 10 000 აშშ დოლარის ღირებულებისაა.
რაც შეეხება დეპუტატის მეუღლეს ირაკლი ბერიძეს, მის სახელზეა რეგისტრირებულია თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელიც მემკვიდრეობით ერგო.
ირაკლი ბერიძის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში, კიდევ ორი ბინა: 145 000 აშშ დოლარის ღირებულიების ბინა საბურთალოს ქუჩაზე და 45 000 აშშ დოლარად შეფასებული ბინა სულხან ცინცაძის ქუჩაზე. მის სახელზეა ასევე, მსუბუქი ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსი“, რომელიც 17 800 ლარად შეიძინა.

ირაკლი ბერიძეს დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიიდან, სადაც იგი ფასიან ქაღალდებს ფლობს, “საქართველოს ბანკში” 417 აშშ დოლარი და 1947 ფუნტი სტერლინგი ერიცხება.

ოჯახს სხვადასხვა ბანკში სამომხმარებლო სესხიც აქვთ აღებული.
ირაკლი ბერიძეს სამშენებლო კომპანია „m2“ -ში სადაც პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსია, ხელფასის სახით, 17 3846 ლარი აქვს მიღებული.
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, იგი პარლამენტის დეპუტატობას კიდევ სხვა სამსახურსაც „უთავსებს“ .
კერძოდ, დეპუტატი „თავისუფალ უნივერსიტეტში“ ლექციებს კითხულობდა, მისი შრომითი საქმიანობა 12 500 ლარს გაუტოლდა. გარდა ამისა, დეპუტატი ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელია, საიდანაც, შემოსავლის სახით, 470 ლარი აქვს მიღებული. ამ ფინანსებს დეპუტატის ხელფასიც ემატება – 7511 ლარი აქვს მითითებული. 
თუმცა, ეს ციფრები საკმაოდ ნაკლებია 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულ შრომითი ანაზღაურების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.
„კვირამ“ ელენე ხოშტარიას 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციაც შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ ელენე ხოშტარიას 2016 წლის 1-ელი იანვრიდან, ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, „თავისუფალი უნივერსიტეტიდან“, ხელფასის სახით, აღებული აქვს 40,000 ლარი, ხოლო, იმავე წელს, „საქართველოს რეფორმების ასოციაციიდან“, – 24,000 ლარი.
იგივე ქონებრივი დეკლარაცია მოწმობს, რომ ელენე ხოშტარიას მეუღლეს, ირაკლი ბერიძეს, სამშენებლო კომპანია M2-იდან, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით, აღებული აქვს 102, 000 ლარი.

აღსანიშნავია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, ელენე ხოშტარიას, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, სადაც მან წელიწადში 81 400 ლარი აიღო, რასაც იგი 2012 წლის ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს.

ცნობისთვის, ამ 5 წლის მანძილზე ელენე ხოშტარიას პოლიტიკური შეხედულებებიც შეიცვალა, მან “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები