“როდესაც სააკაშვილმა თმებით ათრევინა თავი უკრაინელ სამართალდამცველებს, მაშინ საქართველოში აღშფოთება არავის გამოუხატავს”

“როდესაც სააკაშვილმა თმებით ათრევინა თავი უკრაინელ სამართალდამცველებს, მაშინ საქართველოში აღშფოთება არავის გამოუხატავს”

რა თქმა უნდა, იძულების ზომა იქნა გამოყენებული, გამომდინარე იქიდან, რომ ის იყო აუცილებელი კონკრეტული ზომის აღსასრულებლად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ლამაზი სანახავი ასე მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არ იყო, მაგრამ ეს არის თავიდან ბოლომდე მისი დანაშაული. ვიღაცებმა შეიცხადეს, რომ თურმე სამარცხვინო მდგომარეობაში იხილეს სააკაშვილი. მე შეგასენებთ, როდესაც თმებით ათრევინა თავი უკრაინელ სამართალდამცველებს, მაშინ საქართველოში აღშფოთება არავის არ გამოუხატავს. ან უკრაინელი ომბუდსმენი გახსოვთ, რომ გამოვიდა და აღშფოთდა ამ ყველაფრით?“, – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები