„როდესაც პრეზიდენტი ვიყავი, ჩემს სპეცსამსახურებს ჯაშუშების პირადი ცხოვრების ჩაწერასაც კი ვუკრძალავდი“-სააკაშილი

„როდესაც პრეზიდენტი ვიყავი, ჩემს სპეცსამსახურებს ჯაშუშების პირადი ცხოვრების ჩაწერასაც კი ვუკრძალავდი“-სააკაშილი

„როდესაც პრეზიდენტი ვიყავი, ჩემს სპეცსამსახურებს ჯაშუშების პირადი ცხოვრების ჩაწერასაც კი ვუკრძალავდი“, – ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქში“ პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლება  მის თვალთვალს ცდილობს. „თავდაპირველად, ჩემმა დაცვამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხალხის შემოჭრის მცდელობა აღკვეთა. მათ სპეციფიური ჩემოდნები ჰქონდათ. მათ შემოსვლა სცადეს, თუმცა ჩემმა დაცვამ არ შეუშვა. ბოდიში მოიხადეს და თქვეს, რომ ნომერი შეეშალათ. მაშინ, როდესაც მტერმა აღმოსავლეთით საზღვარი გაარღვია, როდესაც უკრაინა სავსეა ჯაშუშებით, როდესაც მედვედჩუკიპოროშენკოს მთავარი ბიზნესპარტნიორია და ყოველდღე უკრაინელ მძღოლებზე ფულს აკეთებს, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი იშლება და ინგრევა, ისინი დაკავებული არიან ჩემი პირადი ცხოვრების ჩაწერით ჩემი სასტუმროს ნომრებში. პეტრო ალექსეევიჩ, თავისუფალ დროს სხვა საქმე არ გაქვთ? გსურთ, ნახოთ, როგორ დადის სააკაშვილი ტუალეტში? თქვენი ცხოვრება არ გყოფნით? ჩემი პირადი ცხოვრებით, სექსუალური ისტორიებით გინდათ დაკავდეთ? მე მყავს ასეთი ხალხი ნანახი, პუტინი იყო ამით დაკავებული, ჩვენ საქართველოში გვყავდა ასლან აბაშიძე, რომელიც ამას აკეთებდა. ნუთუ არ გრცხვენიათ?! იცით, როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი, მე ჩემს სპეცსამსახურებს ჯაშუშების პირადი ცხოვრების ჩაწერასაც კი ვუკრძალავდი. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მე მტრის ერთ-ერთი აგენტის ჩანაწერი მომიტანეს, რომელიც პირადი ხასიათის ინფორმაციას შეიცავდა და ჩვენს სამსახურებს ამის მისი გადმობირებისთვისგამოყენება უნდოდათ. მე ვთქვი – ახლა თქვენ ამას გაანადგურებთ და არასდროს ჩაწერთ მტერსაც კი მათ ნომრებში, ოთახებში, საძინებლებში, ტუალეტებში, აბაზანებში. თქვენ კი, რას აკეთებთ? რა არის ეს?“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები