როდესაც პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას, ლოგიკურია, რომ მისი მანდატები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდეს

როდესაც პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას, ლოგიკურია, რომ მისი მანდატები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდეს

როდესაც პოლიტიკური პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მინიჭებულ მანდატებზე, ასეთ დროს საკმაოდ ლოგიკურია, რომ ეს მანდატები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდეს, რომლებიც სათანადოდ ეპყრობიან თავიანთი ამომრჩევლების ნებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც სამართალმცოდნის, მინდია უგრეხელიძის ინიციატივას გამოეხმაურა.

„მინდია უგრეხელიძემ ძალიან საინტერესო ინიციატივა წარმოადგინა. ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკური პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მინიჭებულ მანდატებზე, ასეთ დროს საკმაოდ ლოგიკურია, რომ ეს მანდატები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდეს, რომლებიც სათანადოდ ეპყრობიან თავიანთი ამომრჩევლების ნებას. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთან საბოლოოდ ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია პროცესის დემოკრატიული ფორმით განვითარებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძე „ნაცმოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატების ბარიერგადალახულ პარტიებზე პროპორციულად გადანაწილების ინიციტივით გამოდის.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

ოპოზიციურმა პარტიებმა კი ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ პარლამენტში არ შევლენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები