რიმა ბერაძე „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

რიმა ბერაძე „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი რიმა ბერაძე „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა “ფრიდრიხ ებერტის ფონდის” ინიციატივით, თბილისის საკრებულოში გაიმართა. მას „მომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორიის“ წარმომადგენელი ესწრებოდა. აღნიშნული ორგანიზაცია, ფონდთან ერთად,  ქალაქდაგეგმარების საკითხებზე მუშაობს და ამჟამად „პლეხანოვის“ უბნის განვითარების პროექტს ამზადებს.

სალომე ალანიამ და ზურაბ ბაქრაძემ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარს მათ მიერ ამავე რაიონში ჩატარებული კვლევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და „პლეხანოვის“ პროექტი გააცნეს.

რიმა ბერაძემ მის რაიონში, დედაქალაქის მთავრობის მიერ, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მასშტაბურ პროქტებზე ისაუბრა და სტუმრებს ფიროსმანის ქუჩის სამომავლო რეაბილიტაციის პროექტი გააცნო.

„ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი გარემო დედაქალაქში, რომელიც მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის, მაგრამ პირველ რიგში, კომფორტული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და გააუმჯობესებს მათ საცხოვრებელ გარემოს“,-განაცხადა  რიმა ბერაძემ.

ფრიდრიხ ებერტის ფონდი, „მომავლის ლაბორატორია“ და ჩუღურეთის მაჟორიტარი, რაიონის განვითარებისთვის საჭირო კვლევებისა და პროექტირების ნაწილში, ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები