რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო საავტომობილო მოძრაობა აიკრძაპა

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო საავტომობილო მოძრაობა აიკრძაპა

რიკოთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა, რომლის შედეგადაც თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა.
საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია.
მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება.
“საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის150-ე კმ-ზე (სოფ. ხევთან) თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია.
მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება,- წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები