რი თიანეთის მერობას საკადრო ცვლილებებით იწყებს ფინანსთა მინისტრად რკინიგზის გენდირექტორი მამუკა ბახტაძე დაინიშნა Previous Next Pause განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

რი თიანეთის მერობას საკადრო ცვლილებებით იწყებს   ფინანსთა მინისტრად რკინიგზის გენდირექტორი მამუკა ბახტაძე დაინიშნა Previous Next Pause განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულება დაემატა. ახალ მინისტრად კი მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

ამის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უქმდება. ახალგაზრდობის მიმართულება განათლების სამინისტროს შეუერთდება, სპორტის მიმართულება კი – კულტურის სამინისტროს.

რაც შეეხება ახალ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს ის აქამდე იკავებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის პოსტს.

“მიხეილ ჩხენკელი განათლებით არის მათემატიკოსი. მან დოქტორანტურა აშშ-ში პენსილვანიის უნივერსიტეტში დაამთავრა. 20 წლის მანძილზე საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში და მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო”, – აღნიშნა ბრიფინგზე პრემიერმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები