რეპრესირებული პოეტის ვანლერ დაისელის წიგნი გამოიცა

რეპრესირებული პოეტის ვანლერ დაისელის წიგნი გამოიცა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის შუამდგომლობით და მერიის მხარდაჭერით, მე-20 საუკუნის რეპრესირებული პოეტის ვანლერ დაისელის წიგნი ,,მზის სისხლი’’ გამოიცა.

კრებული პოეტის დღემდე უცნობ ლექსებს, მინიატურებს, პირად ჩანაწერებს და წერილებს აერთიანებს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურულმა მუზეუმმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა შემოგვინახა.

ვანლერ დაისელი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პოეტია, რომელიც გმობდა რუსულ იმპერიალიზმს, უპირისპირდებოდა საბჭოთა ხელისუფლებას და ღიად ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას, რისთვისაც პოეტი გადაასახლეს და ისტორიული ცნობებით 36 წლისა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ვანლერ დაისელმა შექმნა ახალი პოეტური ორდენი ,,სომნამბულიზმი’’, რომელიც გრძნობათა ამეტყველების ახალ ფორმას წარმოადგენდა.

კატეგორიები: კულტურა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები