„რემდესივირს“ ინჰალაციისთვისაც გამოიყენებენ

„რემდესივირს“ ინჰალაციისთვისაც გამოიყენებენ

რემდესივირს“ ინჰალაციისთვისაც გამოიყენებენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Gilead Sciences-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პამდემიის დროს „რემდესივირის“ მოხმარების ეფექტიანობა დადასტურდა, რის შემდეგაც დღის წესრიგში ამბულატორიულ პირობებში მისი პოტენციალის შესწავლის აუცილებლობა დადგა.

კომპანიამ პრეპარატის საინჰალაციო ხსნარის სახით გამოყენების კლინიკური გამოცდა უკვე დაიწყო. ექსპერიმენტში მონაწილეობას 60-მდე მოხალისე იღებს.

29 აპრილს კომპანია Gilead Sciences-ში განაცხადეს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის გამოკვლევის წინასწარმა შედეგებმა აჩვენეს, რომ პაციენტების სულ მცირე 50%-ის მდგომარეობა, რომლებსაც „რემდესივირით“ მკურნალობდნენ, გაუმჯობესდა, ხოლო ნახევარზე მეტი კი საავადმყოფოდან გაწერეს ორი კვირის განმავლობაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები