„რეკრეაციული ტერიტორიების რაოდენობა ქალაქში გაზრდილია, 6 მლნ. კვ. მეტრი სამშენებლო ტერიტორიიდან გადაყვანილია არასამშენებლო ტერიტორიაში“-მაია ბითაძე

„რეკრეაციული ტერიტორიების რაოდენობა ქალაქში გაზრდილია, 6 მლნ. კვ. მეტრი სამშენებლო ტერიტორიიდან გადაყვანილია არასამშენებლო ტერიტორიაში“-მაია ბითაძე

„რეკრეაციული ტერიტორიების რაოდენობა ქალაქში გაზრდილია, 6 მლნ. კვ. მეტრი სამშენებლო ტერიტორიიდან გადაყვანილია არასამშენებლო ტერიტორიაში“ – ამის შესახებ ქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

საკრებულოში, გაერთიანებული კომისიების სხდომაზე დღეს დედაქალაქის გენერალურ გეგმას განიხილავენ.

ბითაძე დიღმის ტყე-პარკის საკითხსაც შეეხო. „დიღმის ტყე-პარკის ტერიტირია 7 ჰექტრამდე იზრდება და აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება კერძო მესაკუთრეებისგან ტერიტორიის გამოსყიდვასთან დაკავშირებით“, – ამბობს მერის მოადგილე.

„2011 წელს იმ ტერიტორიას, სადაც დღეს „კია მოტორსის” ცენტრია განთავსებული, შეეცვალა სტატუსი და ტყე-პარკისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო ნაგებობა აშენდა, გაიჩეხა ნარგავები. დღეს კი, ამ ადგილას იგეგმება ორანჟერიისა და საგამოფენო ცენტრის მოწყობა, რომელიც აბსოლუტურად ერწყმის დიღმის ტყე-პარკის ეკოსისტემის ნაწილს, რომელიც 7 ჰექტრითაა გაზრდილი”, – განაცხადა ბითაძემ.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. დოკუმენტი თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა, თუმცა მერიას გარკვეული შენიშვნები ჰქონდა და გენგეგმა უკან დააბრუნა. საბოლოოდ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ” გენგეგმის გამოსწორებული ვარიანტი მერიას მაისის ბოლოს გადაუგზავნა. დოკუმენტი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები