„რეკომენდაციები თანხვედრაშია რეგლამენტთან. შეიძლება ვიღაცას ინტერპრეტაცია ჰქონდეს ცალკეულ მუხლთან, მაგრამ კომისიას ეს შეუძლია”-სერგი კაპანაძე

„რეკომენდაციები თანხვედრაშია რეგლამენტთან. შეიძლება ვიღაცას ინტერპრეტაცია ჰქონდეს ცალკეულ მუხლთან, მაგრამ კომისიას ეს შეუძლია”-სერგი კაპანაძე

„რეკომენდაციები თანხვედრაშია რეგლამენტთან. შეიძლება ვიღაცას ინტერპრეტაცია ჰქონდეს ცალკეულ მუხლთან, მაგრამ კომისიას ეს შეუძლია”, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არ არის აუცილებელი, რეკომენდაციები კომისიის სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ გაიცეს.
„რეკომენდაციები არ არის აუცილებელი, გაიცემოდეს სამუშაოს დასრულების შემდეგ. კომისიას ასევე შეუძლია რეკომენდაციების გაცემა მუშაობის პროცესშიც. კომისია მუშაობს რამდენიმე კვირაა, რეკომენდაციები შემუშავებულია საქმის მასალების მიხედვით. რაც შეეხება კუპრავას, ეს ტექნიკური საკითხია და როდის მოხდებოდა მისი დაკითხვა მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს სერგი კაპანაძის მიერ ინიცირებულ რეკომენდაციებს განიხილავს. აღნიშნული ორი რეკომენდაციის მიხედვით, გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებისას გ.მ.-ს დაჭრის საქმეზე ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს და ასევე ამავე რეკომენდაციით, სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მ.კ.- სთან დაკავშირებით.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები